RSS

ბლოგის შეტყობინება '2024' 'ივნისი'

დორადოს მარტივი რეცეპტი

1. პომიდორთან შემწვარი დორადო (ზღვის კარჩხანა) 

 

• თევზი გავრეცხოთ, გავამშრალოთ და დავამარილოთ გემოვნებით.

• ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავდოთ დორადო და დავიწყოთ შეწვა. ამასობაში მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ ნიორი, წითელი წიწაკა (ჩილი) და პომიდორი.

• დაჭრილი ინგრედიენტები დავამატოთ ტაფაზე, დორადო კი გადმოვაბრუნოთ, რათა მეორე მხრიდანაც შეიბრაწოს.

• დავუმატოთ წყალი და დავაფაროთ თავსახური. ოხრახუში დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, მოვაყაროთ თევზს ზემოდან. გავაჩეროთ 5-7 წუთი და ჩვენი გემრიელი თევზი ბოსტნეულთან ერთად მზადაა.

 

✔️ ინგრედიენტები:

1) დორადო (400-600გრ) - 2 ც
2) ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
3) მოზრდილი კბილი ნიორი - 1 ც
4) პატარა ჩილი წიწაკა - 2 ც
5) პომიდორი ჩერი - 300 გრ
6) ოხრახუში - 15 გრ
7) წყალი - 100 მლ
8) მარილი გემოვნებით

 

2. შემწვარი დორადო კარტოფილით და ზეთისხილით

 

• გააცხელეთ ღუმელი 220C ტემპერატურაზე. ჩაყარეთ კარტოფილი მდუღარე წყალში და ხარშეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ და დაჭერით სქელ ნაჭრებად. თასში მოათავსეთ კარტოფილი, დაუმატეთ ზეთისხილით, დაჭრილი ნიორი და ოხრახუში, მოასხით ზეითუნის ზეთი, ლიმონის ცედრა, მარილი და პილპილი. გადაიტანეთ საცხობ დაფაზე და თანაბრად გადაანაწილეთ.

• თევზის მუცელში მოათავსეთ ოხრახუშის ღეროები. კარტოფილზე დადეთ დორადო და მოასხით თასში დარჩენილი ზეითუნის ზეთი. გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილის კიდეები არ დაიბრაწება. გამოიღეთ ღუმელიდან, დაასხით ღვინო და დააბრუეთ ღუმელში კიდევ 10 წუთის განმავლობაში თეწვზის სრულ მზაობამდე.

 

✔️ ინგრედიენტები:

1)  400გრ პატარა ზომის კარტოფილი
2)  100 გრ შავი ზეთისხილი
3)  1 კბილი ნიორი
4) ½ კონა ოხრახუში
5)  2 ს/კ ზეითუნის ზეთი
6)  ნახევარი ლიმონის ცედრა
7)  1 მთლიანი კაპარჭინა, დაახლოებით 400-600 გრ
8)  1 ჭიქა თეთრი ღვინო

Picture of მიწოდების სერვისი

მიწოდების სერვისი

მიტანის უფასო სერვისი თბილისში.

Picture of ჩვენი მაღაზიები

ჩვენი მაღაზიები

ა. ბელიაშვილის 27
ი. აბაშიძის 21ა

Picture of გადახდის მეთოდი

გადახდის მეთოდი

VISA
Mastercard

Picture of კონტაქტი

კონტაქტი

(032) 2 20 22 88

Webshop@fourseas.ge

თქვენი კალათა ცარიელია