Menu

მიწოდება & დაბრუნება

როგორ ხდება მიწოდება/დაბრუნება?

 

 

სად ხდება მიწოდება?

ჩვენს მიერ მიწოდება ხორციელდება თბილისის მუნიციპალური საზღვრების ფარგლებში ასევე წყნეთში, საგურამოში, ტაბახმელაში, წავკისსა და მცხეთაში. 

 

როგორ ხდება შეკვეთის მიღება?

თქვენს მიერ წარდგენილი არცერთი შეკვეთა არ ითვლება მიღებულად ელ-ფოსტით ან სხვა წერილობითი ფორმით დადასტურებამდე.
სს „ფორ სიის თრეიიდინგის“ მიერ გაცემულ დოკუმენტში ან ინფორმაციაში არსებული ხარვეზი ან შეცდომა ექვემდებარება შესწორებას, იმ პირობით რომ აღნიშნული გავლენას არ მოახდენს ხელშეკრულებაზე.
სს „ფორ სიის თრეიდინგს“  ან თქვენ გაგაჩნიათ ხელშეკრულების გაუქმების უფლებამოსილება fishmarket.ge-ზე პროდუქტების განთავსებასთან დაკავშირებით არსებული აშკარა შეცდომების და/ან უზუსტობების შემთხვევაში.  
შესყიდული საქონლის აღწერა, რაოდენობა და ხარისხი უნდა იყოს fishmarket.ge-ზე მითითებულის შესაბამისი. 
შეფუთვის ვარიანტები შერჩეული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისად თუკი აღნიშნული არ დააზიანებს ზღვის პროდუქტს. მაგალითად,  შეუძლებელია ზღვის ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვა ზომების გამო და აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდება მათი ვაკუუმ შეფუთვა.
სპეციალური (პრომო) შეკვეთის განხორციელებისას უნდა გამოყენებული უნდა იქნეს ერთი სპეციალური შეკვეთის კოდი თუკი სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. შესაძლებელია ყველა შეთავაზების გაუქმება შეტყობინების მიწოდების გარეშე.  ყველა შეთავაზება დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე. 

 

როგორ ხდება გადახდა?

ჩვენს მიერ ხდება მხოლოდ Visa და MasterCard საკრედიტო ბარათების ან სადებეტო ბარათების დამუშავება. საკრედიტო ან სადებეტო ბარათით  შეკვეთის განთავსებისას თქვენ ადასტურებთ, რომ შეკვეთაში მითითებული ინფორმაცია ნამდვილია და უფლებამოსილებას გვანიჭებთ თქვენს მიერ გადახდისთვის შერჩეული ბარათიდან დადასტურებული თანხის ჩამოჭრაზე. შეფასებული თანხის  შემოწმებისას მოხდება საკრედიტო ბარათების წინასწარი შემოწმება და საბოლოო თანხა ჩამოიჭრება თქვენი შეკვეთის აწონვის, შეფუთვისა და გადამზიდავისთვის მისაწოდებლად გამზადების შემდეგ.  იმ შემთხვევაში თუკი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო  ვერ განხორციელდება გადახდა, შეკვეთა არ გამოგეგზავნებათ. ასეთ შემთხვევაში ყველანაირად ვეცდებით თქვენთან დაკავშირებას და ინფორმაციის მოწოდებას, თუმცა არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ თქვენი შეკვეთის მიწოდების შეყოვნებით გამოწვეულ ზარალზე. 
თქვენს მიერ საქონლის დაბრუნებისა და გადახდის დაბრუნების თაობაზე შეთანხმების შემთხვევაში შესაბამისი თანხის დაბრუნება განხორციელდება ამავე საკრედიტო ბარათზე.
ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე. თუკი აღნიშნული დაუდევრობით არ იქნება გამოწვეული არავითარ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ თქვენს მიერ მიღებულ ზარალზე ან პრობლემებზე რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ.

 

როგორ ხდება მიწოდება?

თქვენი შეკვეთის მიწოდება განხორციელდება თქვენს მიერ მოწოდებულ მისამართზე. აღნიშნული დეტალები შეკვეთის განთავსებისთანავე გადაეცემა ჩვენს საკურიერო სამსახურს. თუკი მითითებულ მიწოდების მისამართზე არავინ იქნება (პასუხის გამცემი) და არ იქნება წარმოდგენილი მიწოდებასთან დაკავშირებული ალტერნატიული მითითებები, კურიერის მიერ შეკვეთა დაბრუნებული იქნება საწყობში და თქვენ მოგიწევთ მისი წაღება.


500 ლარზე მეტი ღირებულების თევზისა და მოლუსკების შეკვეთების შეფუთვა მოხდება  პოლისტიროლის ყუთში, განხორციელდება მათი გაციება და ყინულებში ჩაწყობა იმავე დღეს ან „მომდევნო დღისთვის“ განსაზღვრული  მიწოდების შემთხვევაში.  ჩვეულებრივ, თქვენი შეკვეთების მიწოდება მოხდება იმავე დღეს თუ შეკვეთის განხორციელება მოხდა დღის 16.00 საათამდე, თუკი შეკვეთა მოხდა დღის 16.00 საათის შემდეგ მისი შეკვთის ადგილზე მიტანა მოხდება მომდევნო დღის შუადღემდე, თუ სხვაინარად არა არის მოთხოვნილი კლიენტის მიერ და შეთანხმებული ჩვენთან.  500 ლარზე ნაკლები ღირებულების თევზისა და მოლუსკების შეკვეთები თავსდება პოლისტიროლის თეფშზე და  იფუთება ცელოფნის პარკებში. მათი მიწოდება ხდება ცივ მდგომარეობაში იმავე დღეს ან „მომდევნო დღის შუადღემდე“.
თუკი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდება თქვენი მთლიანი შეკვეთის ან მისი ნაწილის მიწოდება, ჩვენს მიერ მოხდება მხოლოდ საქონლის საფასურის და ასევე მიწოდების ხარჯების ანაზღაურებაც თუ შეკვეთის ღირებულება არ აღემატება 50 ლარს. გთხოვთ მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ მიწოდების სავარაუდო დროიდან 24 საათის განმავლობაში.

 

რა გარანტიას იძლევა კომპანია?

ჩვენი მიზანია უმაღლესი სტანდარტების მქონე თევზისა და პროდუქტების მიწოდება; თუ თქვენ არ მოგეწონებათ ჩვენი თევზისა და პროდუქტების ხარისხი, თანხას დაგიბრუნებთ იმავე საშუალებით რითაც მოხდა თანხის მიღება.  თანხის ანაზღაურებამდე  ვიტოვებთ არადამაკმაყოფილებელი პროდუქტის დაბრუნების უფლებას. 
მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობთ თევზის ფილეს ფხებისგან გასუფთავებას, გთხოვთ მაინც გულდასმით შეამოწმოთ, რომ ფილეში არ იყოს დარჩენილი ფხა ან უცხო სხეული ვინაიდან კომპანია არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნულის შედეგად წარმოქმნილ დაზიანებაზე ან დანაკარგზე. ხერხემლის გამოცლა არ მოხდება ყველა თევზის ფილეს შემთხვევაში ვინაიდან ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს პროდუქტისთვის და გამოიწვიოს საკვები ნაწილის დიდი დანაკარგი.  თუ გაინტერესებთ რომელ სახეობებზე ახდენს აღნიშნული გავლენას გთხოვთ დაგვიკავშირდით.   პრეტენზიები საქონლის ხარისხთან დაკავშირებით მიიღება 6 საათის განმავლობაში საქონლის ჩაბარებიდან. აღნიშნული დროის განმავლობაში წერილობითი პრეტენზიის დაფიქსირებისას კომპანიის მხრიდან პროდუქციას შეამოწმებს სპეციალისტი, რომელიც   ხარვეზის შემთხვეაში შეგიცვლით პროდუქტს ან აგინაზღაურებთ გაწეულ ხარჯს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კომპანია პასუხს არ აგებს 6 საათის გასვლის შემდგომ დაფიქსირებულ პრეტენზიებზე და ასევე შეფუთვისა და შენახვის წესების დარღვევის შედეგად გამოწვეულ გაფუჭებულ პროდუქტზე. უმიზეზო პრეტენზიების შემთხვევაში შემკვეთს დაეკისრება ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

 

როგორ ხდება არა-მალფუჭებადი პროდუქტების დაბრუნება?

თუ თქვენ რაიმე მიზეზით, გარდა იმ შემთხვევისა თუკი პროდუქტი არ შეესაბამება გასაყიდ ხარისხს, გსურთ არა-მალფუჭებადი პროდუქტის დაბრუნება, აღნიშნული უნდა განხორციელდეს თქვენი ხარჯებით. ჩვენს მიერ ანაზღაურდება პროდუქტის საფასური შენახვის 10 პროცენტის საფასურის გამოკლებით, იმ შემთხვევაში თუკი პროდუქტის დაბრუნება მოხდება ჩვენს მიერ მიწოდებულ მდგომარეობაში.

 

როგორ ხდება შეკვეთის გაუქმება?

თქვენ ვერ შეძლებთ შეკვეთის გაუქმებას ვინაიდან მისი დამუშავება მყისიერად იწყება ჩვენი გუნდის მიერ.