გამოყენების წესები


აღნიშნული წარმოადგენს სს „ფორ სიზ თრეიდინგის“ (Four Seas Trading) რეგისტრაციის N 404539255 გაყიდვების სტანდარტულ პირობებს. შეკვეთის განთავსებითა და  „თევზის ბაზრის“ (Fish Market) ვებ გვერდიდან საქონლის შესყიდვით თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ აღნიშნული პირობები თქვენი საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით. გირჩევთ ამობეჭდოთ აღნიშნული პირობები და შეინახოთ თქვენს ჩანაწერებში.


თქვენი კანონიერი უფლებები

 

ქვემოთ წარმოდგენილი ჩვენი დეტალური პირობები არანაირად არ ახდენს გავლენას თქვენს კანონიერ უფლებებზე.


ჩვენი ვებგვერდი

 

ჩვენ ვიტოვებთ აღნიშნული გვერდის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის უფლებას ნებისმიერ დროს და ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. პასუხისმგებელი არ ვართ სხვა მხარეების მიერ ვებგვერდის იმ ბმულების ან შინაარსის არასათანადოდ გამოყენებაზე, რომელიც დაკავშირებულია fishmarket.ge-სთან.


საფასო პოლიტიკა

 

საქონლის ფასი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის ვებგვერდზე - fishmarket.ge მითითებულ ფასებს.  ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ჩვენს ვებგვერდზე მითითებული ფასების სისწორის უზრუნველყოფას.
ჩვენი საქმიანობის ტიპიდან გამომდინარე ფასები იცვლება ამინდის, წელიწადის დროისა და მიწოდების მიხედვით. შეკვეთის განთავსებამდე გირჩევთ ფასები გადაამოწმოთ ჩვენს ვებგვერდზე.  თევზის წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში, სპეციალური ფასის გარკვევის მიზნით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 032 2202288 და შემდეგ გადაწყვიტეთ მისაღებია თუ არა ახალი ფასი; სხვაგვარად ჩვენს მიერ გამოყენებული იქნება გაგზავნის დღეს არსებული ფასი. 

თქვენს მიერ შეკვეთილი საქონლის მთლიანი საფასური, თუკი იგი აღემატება 50 ლარს მოიცავს უფასო ტრანსპორტირებას. თქვენს მიერ fishmarket.ge-ს მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთის მთლიანი ფასი მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადსაც (დღგ).   


შეკვეთები

 

ჩვენთვის გამოგზავნეილი თქვენი შეკვეთა უნდა შეიცავდეს საქონლის რაოდენობას.
ჩვენ ვიტოვებთ ნებისმიერ მიღებულ შეკვეთაზე უარის თქმის უფლებას, იმისდამიუხედავად თუ შერჩეული პროდუქტები ხელმისაწვდომია და თქვენს მიერ შერჩეული გადახდის მეთოდი  მისაღებია ტრანზაქციის განსახორციელებლად.
თქვენს მიერ წარდგენილი არცერთი შეკვეთა არ ითვლება მიღებულად ელ-ფოსტით ან სხვა წერილობითი ფორმით დადასტურებამდე.
სს „ფორ სიის თრეიიდინგის“ მიერ გაცემულ დოკუმენტში ან ინფორმაციაში არსებული ხარვეზი ან შეცდომა ექვემდებარება შესწორებას, იმ პირობით რომ აღნიშნული გავლენას არ მოახდენს ხელშეკრულებაზე.
სს „ფორ სიის თრეიდინგს“  ან თქვენ გაგაჩნიათ ხელშეკრულების გაუქმების უფლებამოსილება fishmarket.ge-ზე პროდუქტების განთავსებასთან დაკავშირებით არსებული აშკარა შეცდომების და/ან უზუსტობების შემთხვევაში.  
შესყიდული საქონლის აღწერა, რაოდენობა და ხარისხი უნდა იყოს fishmarket.ge-ზე მითითებულის შესაბამისი. 
შეფუთვის ვარიანტები შერჩეული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისად თუკი აღნიშნული არ დააზიანებს ზღვის პროდუქტს. მაგალითად,   შეუძლებელია ზღვის ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვა ზომების გამო და აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდება მათი ვაკუუმ შეფუთვა.
სპეციალური (პრომო) შეკვეთის განხორციელებისას უნდა გამოყენებული უნდა იქნეს ერთი სპეციალური შეკვეთის კოდი თუკი სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. შესაძლებელია ყველა შეთავაზების გაუქმება შეტყობინების მიწოდების გარეშე. ყველა შეთავაზება დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე. 

 

გადახდა

 

ჩვენს მიერ ხდება მხოლოდ Visa და MasterCard საკრედიტო ბარათების ან სადებეტო ბარათების დამუშავება. საკრედიტო ან სადებეტო ბარათით  შეკვეთის განთავსებისას თქვენ ადასტურებთ, რომ შეკვეთაში მითითებული ინფორმაცია ნამდვილია და უფლებამოსილებას გვანიჭებთ თქვენს მიერ გადახდისთვის შერჩეული ბარათიდან დადასტურებული თანხის ჩამოჭრაზე. შეფასებული თანხის  შემოწმებისას მოხდება საკრედიტო ბარათების წინასწარი შემოწმება და საბოლოო თანხა ჩამოიჭრება თქვენი შეკვეთის აწონვის, შეფუთვისა და გადამზიდავისთვის მისაწოდებლად გამზადების შემდეგ.  იმ შემთხვევაში თუკი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო  ვერ განხორციელდება გადახდა, შეკვეთა არ გამოგეგზავნებათ. ასეთ შემთხვევაში ყველანაირად ვეცდებით თქვენთან დაკავშირებას და ინფორმაციის მოწოდებას, თუმცა არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ თქვენი შეკვეთის მიწოდების შეყოვნებით გამოწვეულ ზარალზე. 
თქვენს მიერ საქონლის დაბრუნებისა და გადახდის დაბრუნების თაობაზე შეთანხმების შემთხვევაში შესაბამისი თანხის დაბრუნება განხორციელდება ამავე საკრედიტო ბარათზე.
ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე. თუკი აღნიშნული დაუდევრობით არ იქნება გამოწვეული არავითარ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ თქვენს მიერ მიღებულ ზარალზე ან პრობლემებზე რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ.

 

მიწოდების ზონა

 

ჩვენს მიერ მიწოდება ხორციელდება თბილისის მუნიციპალური საზღვრების ფარგლებში ასევე წყნეთში, ტაბახმელაში, წავკისსა და მცხეთაში.

 

მიწოდება

 

თქვენი შეკვეთის მიწოდება განხორციელდება თქვენს მიერ მოწოდებულ მისამართზე.  თქვენ ხართ პასუხისმგებელი მიმღების სრული სახელის და გვარის და სწორი მისამართის, მათ შორის და არა მხოლოდ, მიმდინარე საფოსტო ინდექსის მიწოდებაზე.   აღნიშნული დეტალები შეკვეთის განთავსებისთანავე გადაეცემა ჩვენს საკურიერო სამსახურს. თუკი ჩვენი კურიერები ვერ შეძლებენ შეკვეთის მიწოდებას მისამართში არსებული შეცდომის გამო, თქვენ დაგეკისრებათ მთლიანი შეკვეთის საფასური. თუკი მითითებულ მიწოდების მისამართზე არავინ იქნება (პასუხის გამცემი) და არ იქნება წარმოდგენილი მიწოდებასთან დაკავშირებული ალტერნატიული მითითებები, კურიერის მიერ შეკვეთა დაბრუნებული იქნება საწყობში და თქვენ მოგიწევთ მისი წაღება.
500 ლარზე მეტი ღირებულების თევზისა და მოლუსკების შეკვეთების შეფუთვა მოხდება  პოლისტიროლის ყუთში, განხორციელდება მათი გაციება და ყინულებში ჩაწყობა იმავე დღეს ან „მომდევნო დღისთვის“ განსაზღვრული  მიწოდების შემთხვევაში.  ჩვეულებრივ, თქვენი შეკვეთების მიწოდება მოხდება იმავე დღეს თუ შეკვეთის განხორციელება მოხდა დღის 17.00 საათამდე, თუკი შეკვეთა მოხდა დღის 17.00 საათის შემდეგ მისი შეკვთის ადგილზე მიტანა მოხდება მომდევნო დღის შუადღემდე, თუ სხვაინარად არა არის მოთხოვნილი კლიენტის მიერ და შეთანხმებული ჩვენთან. 500 ლარზე ნაკლები ღირებულების თევზისა და მოლუსკების შეკვეთები თავსდება პოლისტიროლის თეფშზე და  იფუთება ცელოფნის პარკებში. მათი მიწოდება ხდება ცივ მდგომარეობაში იმავე დღეს ან „მომდევნო დღის შუადღემდე“.
თუკი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდება თქვენი მთლიანი შეკვეთის ან მისი ნაწილის მიწოდება, ჩვენს მიერ მოხდება მხოლოდ საქონლის საფასურის და ასევე მიწოდების ხარჯების ანაზღაურებაც თუ შეკვეთის ღირებულება არ აღემატება 80 ლარს. გთხოვთ მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ მიწოდების სავარაუდო დროიდან 24 საათის განმავლობაში.

 

ჩვენი გარანტია

 

ჩვენი მიზანია უმაღლესი სტანდარტების მქონე თევზისა და პროდუქტების მიწოდება; თუ თქვენ არ მოგეწონებათ ჩვენი თევზისა და პროდუქტების ხარისხი, თანხას დაგიბრუნებთ იმავე საშუალებით რითაც მოხდა თანხის მიღება.   თანხის ანაზღაურებამდე  ვიტოვებთ არადამაკმაყოფილებელი პროდუქტის დაბრუნების უფლებას. 
მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობთ თევზის ფილეს ფხებისგან გასუფთავებას, გთხოვთ მაინც გულდასმით შეამოწმოთ, რომ ფილეში არ იყოს დარჩენილი ფხა, კომპანია არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნულის შედეგად წარმოქმნილ დაზიანებაზე. ხერხემლის გამოცლა არ მოხდება ყველა თევზის ფილეს შემთხვევაში ვინაიდან ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს პროდუქტისთვის და გამოიწვიოს საკვები ნაწილის დიდი დანაკარგი.  თუ გაინტერესებთ რომელ სახეობებზე ახდენს აღნიშნული გავლენას გთხოვთ დაგვიკავშირდით.   პრეტენზიები საქონლის ხარისხთან დაკავშირებით მიიღება 6 საათის განმავლობაში საქონლის ჩაბარებიდან. აღნიშნული დროის განმავლობაში წერილობითი პრეტენზიის დაფიქსირებისას კომპანიის მხრიდან პროდუქციას შეამოწმებს სპეციალისტი, რომელიც   ხარვეზის შემთხვეაში შეგიცვლით პროდუქტს ან აგინაზღაურებთ გაწეულ ხარჯს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კომპანია პასუხს არ აგებს 6 საათის გასვლის შემდგომ დაფიქსირებულ პრეტენზიებზე და ასევე შეფუთვისა და შენახვის წესების დარღვევის შედეგად გამოწვეულ გაფუჭებულ პროდუქტზე. უმიზეზო პრეტენზიების შემთხვევაში შემკვეთს დაეკისრება ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

 

არა-მალფუჭებადი პროდუქტების დაბრუნება

 

თუ თქვენ რაიმე მიზეზით, გარდა იმ შემთხვევისა თუკი პროდუქტი არ შეესაბამება გასაყიდ ხარისხს, გსურთ არა-მალფუჭებადი პროდუქტის დაბრუნება, აღნიშნული უნდა განხორციელდეს თქვენი ხარჯებით. ჩვენს მიერ ანაზღაურდება პროდუქტის საფასური შენახვის 10 პროცენტის საფასურის გამოკლებით, იმ შემთხვევაში თუკი პროდუქტის დაბრუნება მოხდება ჩვენს მიერ მიწოდებულ მდგომარეობაში.

 

შეკვეთების გაუქმება

 

თქვენ ვერ შეძლებთ შეკვეთის გაუქმებას ვინაიდან მისი დამუშავება მყისიერად იწყება ჩვენი გუნდის მიერ. 

 

პირადი მონაცემები

 

თქვენს პირად მონაცემებს არავის გადავცემთ ჩვენს მიერ პირდაპირ დაქირავებული  პერსონალის გარდა, თუკი აღნიშნული მოთხოვნილი არ იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.  
მომხმარებელთა მხარდაჭერა/დახმარება
თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე  032 2202288 დილის 10.00 საათიდან საღამოს 22.00 საათამდე; თუკი არავინ გიპასუხებთ დატოვეთ შეტყობინება და გადმოგირეკავთ დაბრუნებისთანავე. გარდა ამისა შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: webshop@fourseas.ge

 

უკმაყოფილება

 

ვიმედოვნებთ, რომ არასოდეს იქნებით უკმაყოფილო ჩვენი მომსახურებით ან პროდუქტებით. თუკი სრულად არ დაგაკმაყოფილებთ ჩვენი პროდუქტები, გთხოვთ შეძლებისდაგვარად სწრაფად დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 032 2202288 და ყველანაირად შევეცდებით ნებისმიერი საკითხის მოგვარებას.

 

საჩივრები

 

საჩივრები მიიღება მხოლოდ 6 საათის განმავლობაში საქონლის გადაცემის მომენტიდან  და მხოლოდ ისეთ შემთხვევაში როდესაც შეიძლება პროდუქტის შემოწმება. 6 ვადის გასვლის შემდგომ მოქმედებს პრეზუმცია პროდუქციის ხარვეზის  არ არსებობის შესახებ, ამასთან კომპანია პასუხს არ აგებს ალერგიით ან სხვა რაიმე (არა პროდუქტის უხარისხობით გამოწვეულ) გარემოებებით გამოწვეულ ზიანზე. ჩვენ არავითარ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ ჩვენი ქმედებით გამოწვეულ ზარალსა და ზიანზე ისეთ ვითარებაში, როდესაც: არ დაგვირღვევია თქვენს წინაშე არსებული კანონიერი ვალდებულება, წარმოქმნილი ზარალი ან ზიანი არ გამომდინარეობს ვალდებულების დარღვევით. ასევე თქვენს მიერ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის დარღვევისას, რამაც გამოიწვია ზარალის ან დანაკარგის რაოდენობის ზრდა. 

 

 

Picture of მიწოდების სერვისი

მიწოდების სერვისი

მიტანის უფასო სერვისი თბილისში.

Picture of ჩვენი მაღაზიები

ჩვენი მაღაზიები

ა. ბელიაშვილის 27
ი. აბაშიძის 21ა

Picture of გადახდის მეთოდი

გადახდის მეთოდი

VISA
Mastercard

Picture of კონტაქტი

კონტაქტი

(032) 2 20 22 88

Webshop@fourseas.ge

თქვენი კალათა ცარიელია