RSS

Blog posts tagged with 'შემწვარი რვაფეხა'

გრილზე მომზადებული რვაფეხა

დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი წამოადუღეთ და ჩაყარეთ მარილი. ჩადეთ რვაფეხა წყალში და ხარშეთ სრულ მზაობამდე. (დაახლოებით 60-დან 90 წუთის განმავლობაში, ან სანამ რვაფეხას ჩანგალს ადვილად ჩაარჭობთ.) მოხარშული რვაფეხა გადაიტანეთ დიდ თასში და მოასხით ზეითუნის ზეთი. დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში სრული 1 დღე გრილზე შეწვამდე (სასურველია თუ წინასწარ მოამზადებთ რვაფეხას).

 

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი მთლიანი რვაფეხა
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ჩ.კ. ლიმონის ცედრა და 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 100 გრ მწვანე დაჭრილი ზეთისხილი
  • 1 შეკვრა დაჭრილი ოხრახუში
  • მარილი (გემოვნებით)
  • დაფქული შავი პილპილი (გემოვნებით)

 

გაახურეთ გრილი საშუალო ტემპერატურამდე. წაუსვით შესაწვავ ფირფიტას ზეთი და შეწვით რვაფეხა 15-დან 20 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან, ისე რომ მსუბუქად შეიბრაწოს. გადაიტანეთ რვაფეხა საჭრელ დაფაზე. 

ამასობაში, დიდ თასში ათქვიფეთ ზეთი, ნიორი, ლიმონის ცედრა და წვენი, მარილი და პილპილი.

დაჭერით რვაფეხას თავი რგოლებად. საცეცების სქელი ნაწილები დავჭრათ სასურველი სისქის ნაჭრებად. მოათავსეთ დაჭრილი რვაფეხა წინასწარ გამზადებულ სოუსის თასში და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ზეთისხილი და ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!

 

Picture of Delivery Service

Delivery Service

Free Delivery in Tbilisi.

Picture of Our Stores

Our Stores

A. Beliashvili 27
I. Abashidze 21a

Picture of Secure Online Payment

Secure Online Payment

VISA
Mastercard

Picture of Contact

Contact

(032) 2 20 22 88

Webshop@fourseas.ge

You have no items in your shopping cart.