პრივატულობა

 

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

რეგისტრაცია:

 

FishMarket-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

  •  სახელი, გვარი
  •  მისამართი
  •  მობილურის ნომერი
  •  ელექტრონული ფოსტა
  •  სისტემაში შესასვლელი პაროლი

 

მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.

ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პირადულობას, შესაბამისად ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც რეგისტრირებისას გვიზიარებთ, გამოიყენება მხოლოდ ჩვენს მიერ და არ გაიცემა მესამე მხარეზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საბარათე მონაცემები:

 

პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, Fishmarket.ge არ ინახავს თქვენს საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ TBC-ის მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს TBC-ის დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს. 

 

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:

 

  •  მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
  •  არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას Fishmarket.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
  •  არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  •  არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
  •  არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
  •  არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;

 

პირადი ანგარიშის დახურვა:

 

თუ Fishmarket.ge მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შევიტანოთ ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, FIshmarket.ge მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.

 

Picture of მიწოდების სერვისი

მიწოდების სერვისი

მიტანის უფასო სერვისი თბილისში.

Picture of ჩვენი მაღაზიები

ჩვენი მაღაზიები

ა. ბელიაშვილის 27
ი. აბაშიძის 21ა

Picture of გადახდის მეთოდი

გადახდის მეთოდი

VISA
Mastercard

Picture of კონტაქტი

კონტაქტი

(032) 2 20 22 88

Webshop@fourseas.ge

თქვენი კალათა ცარიელია