მიწოდება & დაბრუნება

როგორ ხდება მიწოდება/დაბრუნება?

 

სად ხდება მიწოდება?

ჩვენს მიერ მიწოდება ხორციელდება თბილისის მუნიციპალური საზღვრების ფარგლებში ასევე წყნეთში, ტაბახმელაში, წავკისსა და მცხეთაში.

თბილისის ფარგლებს გარეთ მიწოდება იმ შემთხვევაში ხდება თუ შეკვეთის საფასური აღემატება 200 ლარს.

 

როგორ ხდება მიწოდება?

მიწოდება ხდება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც მომენტალურად ისე კონკრეტული საათების მიხედვით, იმის გამო რომ იშვიათად Bolt-ის მიწოდების სერვისი გადატვირთულია შეიძლება კარამდე მიწოდება ვერ მოხდეს და კურიერთან დახვედრა მოგიწიოთ. 17:00 საათის შემდგომ მიღებული შეკვეთები ბარდება მომდევნო დღეს. ამ ეტაპზე კვირა დღეს მიწოდება არ ხდება და კვირას შემოსული შეკვეთები დარიგდება ორშაბათს დილიდან.

 

როგორ გიგზავნით პროდუქტს?

პროდუქტს გიგზავნით ბოლტის საშუალებით, რომლის ხარჯებსაც კომპანია ფარავს. კურიერის გამოძახების შემდეგ გამოგიგზავნით SMS საიდანაც შეძლებთ თვალი ადევნოთ კურიერს და საჭიროების შემთხვევაში დაურეკოთ. შეკვეთის მიწოდება განხორციელდება თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. 

 

როგორ ხდება შეკვეთის მიღება?

თქვენს მიერ წარდგენილი არცერთი შეკვეთა არ ითვლება მიღებულად ტრანზაქციის გატარებამდე.

 

როგორ ხდება გადახდა?

ჩვენს მიერ ხდება მხოლოდ Visa და MasterCard საკრედიტო ბარათების ან სადებეტო ბარათების დამუშავება. საკრედიტო ან სადებეტო ბარათით  შეკვეთის განთავსებისას თქვენ ადასტურებთ, რომ შეკვეთაში მითითებული ინფორმაცია ნამდვილია და უფლებამოსილებას გვანიჭებთ თქვენს მიერ გადახდისთვის შერჩეული ბარათიდან დადასტურებული თანხის ჩამოჭრაზე.

შეფასებული თანხის  შემოწმებისას მოხდება საკრედიტო ბარათების წინასწარი შემოწმება და საბოლოო თანხა ჩამოიჭრება თქვენი შეკვეთის აწონვის, შეფუთვისა და გადამზიდავისთვის მისაწოდებლად გამზადების შემდეგ.

თქვენს მიერ საქონლის დაბრუნებისა და გადახდის დაბრუნების თაობაზე შეთანხმების შემთხვევაში შესაბამისი თანხის დაბრუნება განხორციელდება ამავე საკრედიტო ბარათზე.

 

რა გარანტიას იძლევა კომპანია?

ჩვენი მიზანია უმაღლესი სტანდარტების მქონე თევზისა და პროდუქტების მიწოდება; თუ თქვენ არ მოგეწონებათ ჩვენი თევზისა და პროდუქტების ხარისხი, თანხას დაგიბრუნებთ იმავე საშუალებით რითაც მოხდა თანხის მიღება.  თანხის ანაზღაურებამდე  ვიტოვებთ არადამაკმაყოფილებელი პროდუქტის დაბრუნების უფლებას. 
მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობთ თევზის ფილეს ფხებისგან გასუფთავებას, გთხოვთ მაინც გულდასმით შეამოწმოთ, რომ ფილეში არ იყოს დარჩენილი ფხა ან უცხო სხეული ვინაიდან კომპანია არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნულის შედეგად წარმოქმნილ დაზიანებაზე ან დანაკარგზე. ხერხემლის გამოცლა არ მოხდება ყველა თევზის ფილეს შემთხვევაში ვინაიდან ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს პროდუქტისთვის და გამოიწვიოს საკვები ნაწილის დიდი დანაკარგი.  თუ გაინტერესებთ რომელ სახეობებზე ახდენს აღნიშნული გავლენას გთხოვთ დაგვიკავშირდით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კომპანია პასუხს არ აგებს 6 საათის გასვლის შემდგომ დაფიქსირებულ პრეტენზიებზე და ასევე შეფუთვისა და შენახვის წესების დარღვევის შედეგად გამოწვეულ გაფუჭებულ პროდუქტზე.

 

როგორ ხდება არა-მალფუჭებადი პროდუქტების დაბრუნება?

თუ თქვენ რაიმე მიზეზით, გარდა იმ შემთხვევისა თუკი პროდუქტი არ შეესაბამება გასაყიდ ხარისხს, გსურთ არა-მალფუჭებადი პროდუქტის დაბრუნება, აღნიშნული უნდა განხორციელდეს თქვენი ხარჯებით. ჩვენს მიერ ანაზღაურდება პროდუქტის საფასური შენახვის 10 პროცენტის საფასურის გამოკლებით, იმ შემთხვევაში თუკი პროდუქტის დაბრუნება მოხდება ჩვენს მიერ მიწოდებულ მდგომარეობაში.

 

როგორ ხდება შეკვეთის გაუქმება?

თქვენ ვერ შეძლებთ შეკვეთის გაუქმებას ვინაიდან მისი დამუშავება მყისიერად იწყება ჩვენი გუნდის მიერ. 

 

Picture of მიწოდების სერვისი

მიწოდების სერვისი

მიტანის უფასო სერვისი თბილისში.

Picture of ჩვენი მაღაზიები

ჩვენი მაღაზიები

ა. ბელიაშვილის 27
ი. აბაშიძის 21ა

Picture of გადახდის მეთოდი

გადახდის მეთოდი

VISA
Mastercard

Picture of კონტაქტი

კონტაქტი

(032) 2 20 22 88

Webshop@fourseas.ge

თქვენი კალათა ცარიელია